თარიღი    დრო

ყველასთვის ნათელია, რომ არჩევნები საქარველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს - ჯორჯ კენტი

საქართველო, თბილისი - 17:33 10.12.2018 135

ყველასთვის ნათელია, რომ არჩევნები საქარველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს უჭერს, რომლებიც არჩევნებზე მონიტორინგს ახორციელებენ.

„მათ შორის არის ეუთო, რომელიც ამ კონკრეტულ არჩევნებს აკვირდება. მე ვესაუბრე ეუთო-ს წარმომადგენლებს, ასევე IRI-ს და NDI-ის, ამერიკულ ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე 20 წელია, საქართველოში მუშაობენ და არჩევნების უკეთ ჩატარებისთვის დახმარებას უწევენ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები თანასწორ და სამართლიან გარემოში. ბევრი ორგანიზაცია, ქართული თუ საერთაშორისო აკვირდება ამ არჩევნებს და დასკვნას არჩევნების შემდგომ გააკეთებს. ეუთო-ს სტანდარტები, ორგანიზაციისა რომლის წევრიც საქართველოც გახლავთ, ყველასთვის ნათელია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე. ამერიკის საელჩოც ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული და მიმდინარე არჩევნებს დააკვირდება.

ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ეუთო-ს წარმომადგენლობა ამერიკაშიც ეყოლება, რომ ჩვენს არჩევნებს დააკვირდეს“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%