თარიღი    დრო

მაღალმთიან აჭარაში განხორციელებული პროექტები ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა - თორნიკე რიჟვაძე

საქართველო, თბილისი - 16:01 10.12.2018 97

ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭერას საქართველოში. ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო ,,ჰილტონში" გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის.

,,სასიხარულოა, რომ ევროკავშირი აგრძელებს მხარდაჭერას. უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტ ENPARD III-ის განხორციელება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სოფლის მაცხოვრებელთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. მაღალმთიანი აჭარის განვითარება არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, შესაბამისად, ევროპელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ამ კუთხით კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ეკა მესხირაძე.

პრეზენტაციაზე „ქედა ლიდერი" და „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში" პროექტები და ასევე, ქედის და ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისა და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. აღნიშნული პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტში CENN-ის (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) მიერ და ხულოს მუნიციპალიტეტში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით, რომელიც ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 180 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%