თარიღი    დრო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ლაშა დარსალია დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 15:35 10.12.2018 2144

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ლაშა დარსალია დაინიშნა.

"ლაშა დარსალია 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე იკავებდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მას აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება, კერძოდ ის იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელის და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. ლაშა დარსალია 2004-2006 წლებში ასევე მუშაობდა ბრიტანული ორგანიზაციის „ლონდონის საინფორმაციო ცენტრის კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ“ კავკასიის ოფისში სხვადასხვა პოზიციებზე, ხოლო 2002-2004 წლებში ანალიტიკოსად ლონდონის საინფორმაციო ცენტრში.

ლაშა დარსალიას ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს, ასევე ესსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს

ლაშა დარსალია უფლებამოსილების შესრულებას 2018 წლის 15 ოქტომბრიდან შეუდგება", - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, აღნიშნული თანამდებობა მას სემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დავით დონდუა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე დაინიშნა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%