თარიღი    დრო

ოთარ ფარცხალაძეს რამდენიმე წლის წინ ერქვა კეზერაშვილი - დავით უსუფაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:00 10.12.2018 125

ოთარ ფარცხალაძეს რამდენიმე წლის წინ ერქვა კეზერაშვილი, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ოთარ ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს იყო ასეთი თანამდებობის პირი, რომელიც თავდაცვის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ 2-3 თვეში ამ ქვეყანაში უმდიდრეს ადამიანად მოგვევლინა. 

"ოთარ ფარცხალაძეც მთავარი პროკურორის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ისეთივე ტემპებით გამდიდრდა და გაუჩნდა გავლენები ძალიან ბევრი მიმართულებით, როგორც კეზერაშვილს. ასე რომ, კეზერაშვილი და ფარცხალაძე ეს არის ერთი და იგივე ტიპის შედეგი, იმ არასწორი სახელმწიფო მმართველობის, როდესაც კონკრეტულ პირებს ეძლევათ პრივილეგირებული მდგომარეობა და იმ საკითხების მოგვარების უფლებამოსილება, რომელიც წესით და რიგით საჯარო სამსახურების მოვალეობაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ადვოკატი ამბობს ერთ ბიზნესწყაროს და მეორე უარყოფს ფარცხალაძის გავლენას, შესაძლოა, საქმე გვაქვს აღრევასთან ოფიციალური და არაოფიციალური შემოსავლების თაობაზე. შესაძლოა, ვიღაცას აერია და არაოფიციალური შემოსავლები, ოფიციალურ შემოსავლებადაც ჩათვალა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%