თარიღი    დრო

Brussels Airlines-ი კიევში პირველ რეისზე გნომებიან თვითმფრინავს გაგზავნის

საქართველო, თბილისი - 10:31 10.12.2018 398

17 ოქტომბერს ავიაკომპანია Brussels Airlines-ი ბრიუსელი-კიევის პირველ რეისზე ოპერირებას სპეციალური Airbus A320-ით განახორციელებს, რომლის ბორტზეც გნომები - სმურფებია დატანილი.  Brussels Airlines-ი ბრიუსელსა და კიევს შორის კვირაში 4 სიხშირით იფრენს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Brussels Airlines-მა საკუთარ Airbus A320-ის კორპუსზე ლურჯი სმურფები მიმდინარე წელს დაიტანა, რომლებიც თავის მხრივ ბელგიის სიმბოლოს წარმოადგენენ.

თავად პერსონაჟი 60 წლის უკან ბელგიელი მხატვრის პეიოს (პიერ კულიფორდი) მიერ შეიქმნა.

ავიაკომპანიის თვითმფრინავზე სმურფები დატანის იდეა იტალიელ მარტა მასკელანის ეკუთვნის, რომლის ძმაც Brussels Airlines-ში პილოტად მუშაობდა. მასკელანის იდეა გახდა გამარჯვებული კონკურში, რომელიც თავის დროზე ავიაკომპანიამ გამოაცხადა. გამარჯვებული კი წარმოდგენილი 1415 პროექტიდან შეირჩა.

ბორტზე დახატული სმურფები სხვადასხვა როლს ანსახიერებენ, ზოგი პილოტია, ზოგი ბორტგამცილებელი, ზოგიც მგზავრი და ასე შემდეგ.

იმისათვის, რომ Brussels Airlines-ს თვითმფრინავზე სმურფები​ დაეხატა, ამ საქმეს 14 დღე მოანდომა. თვითმფრინავის მოხატვისთვის კი 28 ფერის  420 ლიტრი საღებავი დაიხარჯა.

Смурфы

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

13:09 გვენეტაძე:  საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით ცალსახად, შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება

12:21 სებ-მა  მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა დაინერგა

12:39 თბილისი ანკარას პირდაპირი ავიარეისით დაუკავშირდება 



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%