სააკაშვილმა საჯაროდ მომიბოდიშა, რუსეთის საელჩოსთან “შნურით” მიბმული აღარ ვარ - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი Facebook-ში წერს.
“სერიიდან — ცვეტში მომხდარი ამბები: ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან “შნურით” მიბმული”, – წერს ლევან ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილმა 17 სექტემბერს ასევე სოციალური ქსელის საშუალებით გრიგოლ ვაშაძის მისამართით კითხვა დასვა, ისიც ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის აგენტია.
“შეკითხვა მაქვს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთან, ბატონ გრიგოლ ვაშაძესთან. 2007 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის აგენტად გამომაცხადა. მაინტერესებს თქვენ პირადად რას ფიქრობთ ამაზე? თქვენც გგონიათ, რომ მთელი ცხოვრება რუსეთის საქმეს ვემსახურები?” – მიმართა ლევან ბერძენიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს.