თარიღი    დრო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:31 10.11.2018 158

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. დღეს გასაუბრებას 18 მსურველი გაივლის, კონკურსში მონაწილე 18 კანდიდატთან გასაუბრების პროცესი ხვალაც გაგრძელდება. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში სულ 121 მსურველი მონაწილეობს.

„დღეს 18 კანდიდატს გავესაუბრებით, დაახლოებით 7- 8 დღის განმავლობაში წარიმართება ეს პროცესი, რის შემდეგაც ღია კენჭისყრით გადაწყდება რამდენი კანდიდატი ჩაირიცხება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. სკოლას ამ ეტაპზე არაუმეტეს 20 მსმენლის მიღების შესაძლებლობა აქვს“, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მსურველებმა განაცხადი ელექტორნული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის საშუალებით შეავსეს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%