თარიღი    დრო

რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია იწყება

საქართველო, თბილისი - 10:00 10.12.2018 376

დღეს 13:00 საათზე „რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი:  ბორჯომი. მესხეთის ქ. 16. ლიკანის  ისტორიული კომპლექსი.

დამატებითი ინფორმაცია:  პროექტი ითვალისწინებს:  ბორჯომის ისტორიული პარკის ტერიტორიაზე არსებული 1892-1895 წლებში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რომანოვების სასახლისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაცია-რეაბილიტაციას.

„რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის“ კონცეფცია „საპარტნიორო ფონდის“, კომპანია „ლიკანის რეზიდენციის“, „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“, ასევე, არქიტექტორების, ისტორიკოსებისა და დარგის სპეციალისტების მიერ, მეცნიერულ კვლევებზე, არქივებში დაცულ მასალებსა და ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით  შემუშავდა.

პროექტის მიზანი:  ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პირველად, არსებობის მანძილზე - ლიკანის ისტორიული კომპლექსი გახდება საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი. პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. ისტორიულ სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსებული იქნება რესტავრირებული ნივთები და კულტურული ფასეულობები. ბორჯომის ისტორიული პარკისა და დენდროლოგიური გეგმის მიხედვით მოეწყობა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი. 

ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს საშუალება მიეცემათ მოინახულონ XIX საუკუნის ბოლოს აგებული სასახლე და ისტორიული პარკი. მოხდება კომპლექსის სრული ინტეგრირება საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%