თარიღი    დრო

ვანო ჩხარტიშვილი ციხეში უნდა დალპეს - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:15 10.11.2018 319

ვანო ჩხარტიშვილი ციხეში უნდა დალპეს,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევაზე მიუთითებს.

„ის, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს განხორციელდა კრემლიდან ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალება, არავინ საღად მოაზროვნე არ ეჭვობდა. უბრალოდ ახლა ეს კულუარები გახდა ხელმისაწვდომი და ყველა სიბინძურის სათავეში, კულუარებში დგას ჩვენი ანაბრების მიმთვისებელი, ქართველი ერის დაუძინებელი მტერი, ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც უნდა დალპეს ციხეში“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, "რუსთავი 2"-მა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალი ჩანაწერი გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%