თარიღი    დრო

ელიავას ბაზრობის დაზღვეულ მეწარმეებს ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს

საქართველო, თბილისი - 12:42 10.11.2018 175

სადაზღვევო კომპანია „ალფა“ აგლაძის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულ მეწარმეებს ზარალს მაქსიმალურად მოკლე ვადებში აუნაზღაურებს, – ამის შესახებ კომპანია „ალფას“ გენერალურმა დირექტორმა კახაბერ დიასამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბაზრობაზე „ალფას“ ბენეფიციარია 63 მეწარმე.

„ბაზრობა და მისი მეწარმეები, ვინც აქ საქმიანობდნენ, „ალფაში“ არიან დაზღვეულნი. შესაბამისად, „ალფას“ ხელმძღვანელობა  მოტივირებულია, ყველა დანაკარგი, რაც ამ შემთხვევით დადგა, თითოეულ მათგანს მაქსიმალურად ოპერატიულად აუნაზღაუროს იმ ფარგლებში, რაც შესაბამისი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ამ ბაზრობაზე ჩვენი ბენეფიციარი არის 63 მეწარმე. თავად ბაზრობა, მისი ტერიტორიაც დაზღვეულია თავისი პასუხისმგებლობით. შესაბამისად ბაზრობის ადმინისტრაციას და თითოეულ ბენეფიციარს ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ავუნაზღაურებთ ყველა დანაკარგს“, – განაცხადა კახაბერ დიასამიძემ.

ცნობისთვის, აგლაძის ქუჩაზე ხის მასალის საწყობი დაიწვა. ხანძრის ლიკვიდირებას ამ დრომდე ცდილობენ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%