თარიღი    დრო

ელიავას ბაზრობაზე მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლიკვიდირებას ამ დრომდე ცდილობენ

საქართველო, თბილისი - 12:14 10.11.2018 134

ელიავას ბაზრობაზე, სადაც დღეს გამთენიისას ძლიერი ხანძარი იყო, მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლიკვიდირებას ამ დრომდე ცდილობენ.

ადგილზე მეხანძრე-მაშველების 10-მდე ჯგუფი რჩება. ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია.

მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ცნობისთვის, ელიავას ბაზრობაზე ხის საამქრო დაიწვა. დამწვარია დაახლოებით 800 კვადრატული მეტრის ფართი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით უკვე დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%