თარიღი    დრო

ჭუბერში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულები კომპენსაციებს უახლოეს მომავალში მიიღებენ - სოზარ სუბარი

საქართველო, თბილისი - 18:26 10.10.2018 89

ჭუბერში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულები კომპენსაციებს უახლოეს მომავალში მიიღებენ, – ამის შესახებ პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიამ მუშაობა დაასრულა და ზარალის ანაზღაურების სქემა განსახილველად მთავრობის უახლოეს სხდომაზე გავა.

„მდინარე ჩაჯდება ისეთ კალაპოტში, რომელიც მომავალში საფრთხეს მინიმუმამდე შეამცირებს. უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომაზე გამოვა ზარალის ანაზღაურების სქემა. ზარალი დათვლილია ადამიანების უმრავლესობა გაეცნო და ხელიც მოაწერეს. მთავრობაზე დამტკიცების შემდეგ ისინი მიიღებენ ანაზღაურებას, რომელიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ფულადი, ზოგ შემთხვევაში კი, ალტერნატიული მშენებლობა. გააჩნია ვინ რას მოითხოვს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%