თარიღი    დრო

ზურაბ ჯაფარიძემ „ქართუ ბანკისგან“ სესხად 1 მლნ ლარი მოითხოვა

საქართველო, თბილისი - 18:13 10.10.2018 895

„გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ბანკი „ქართუსგან" სესხად 1 მილიონი ლარი მოითხოვა. განაცხადი ამ მოთხოვნით ჯაფარიძემ ბანკში დღეს დატოვა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მას იმავე რაოდენობის თანხა ეკუთვნის წინასაარჩევნო თანხების დასაფარად. აღნიშნული მუხლით მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების", მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ისარგებლა.

„კანდიდატი არის? კანდიდატი ვარ. არჩევნებში იღებს მონაწილეობას? არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას. მილიონი მისცეს? მილიონი მომცენ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, ბანკ „ქართუში" მას უთხრეს, რომ იმ წუთას ბანკში არ იმყოფებოდა არცერთი ადამიანი, რომელიც საქმის კურსში იყო, თუ როგორ მოხდა ერთი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილზე 1-მილიონიანი სესხის გაცემა.

„ძალიან ზრდილობიანი ხალხი იყო. დაიტოვეს ჩემი განაცხადი და ის საბუთები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მე ნამდვილად პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მომცეს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, დაიტოვეს ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და მითხრეს, რომ განიხილავენ. ანუ ამ მომენტში „ქართუ ბანკში" განიხილება, მომცემენ თუ არა ერთ მილიონს სესხად იმისათვის, რომ დარჩენილ დღეებში გამოვიყენო და კამპანია ავაფეთქო," - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%