თარიღი    დრო

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა - ლევან ყიფიანი

საქართველო, თბილისი - 17:55 10.10.2018 97

ბიძინა ივანიშივლთან შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით, - ამის შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანი ჩვენებაში თქვა.

მისი თქმით, ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა.

მან ჩვენებაში შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

"საუბარი შეეხო ზოგადად ქართულ წარმოებას და იმ პრობლემებს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნდა. გამომდინარე იქედან, რომ ყველასთავის ცნობილია ბატონი ბიძინას დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში ქართული წარმოების მიმართ, ზაზა ოქუაშვილი სწორედ ამ მიზნით იყო ბატონ ბიძინასთან მისული. მან გააცნო საკუთარი ხედვა ქართული თამბაქოს წარმოების განვითრების შესახებ. კერძოდ, იდეა შეეხებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართული თამბაქოს გაშენებას და ზოგადად ამ დარგის აღორძინებას, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, რაზეც ბატონმა ბიძინამ აღუთქვა დახმარება. კერძოდ, განუმარტა, რომ ზაზა ოქუაშვილს შეედგინა საკუთარი გეგმა და ხედვა გაეწერა როგორ ესახებოდა ქართული თამბაქოს განვითარება, რაც თავის მხრივ შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს და ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დახმარებოდა ზაზა ოქუაშვილს. აღნიშნულ საკითხზე და საერთო ბიზნესის განვითარებაზე იყო კიდევ საუბრები და ფაქტობრივად ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დაგვხმარებოდა აღნიშნულ ბიზნესში. იგი ვერ უწევდა უცხოურს კონკურენციას, იყო დემპინგური ფასები. ასევე თუ სწორად მახსოვს საუბარი იყო რაღაც კრედიტთან დაკავშირებით. ცხადია, მე მქონდა პირადი დაინტერესებაც, რადგან ამ ბიზნესის განვითარების შემთხვევაში მე ვხვდებოდი აღნიშნული ბიზნესის მოწილე, შესაბამისად, ამ პროექტის განვითარებისთვის არაერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას პირადად“, - ამბობს ყიფიანი.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ჩვენება გაასაჯაროვა. ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმი პროკურატურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%