თარიღი    დრო

ლევან ყიფიანის თქმით, ზაზა ოქუაშვილმა მას უთხრა, რომ ძალადობის ეპიზოდი უცხოელი პარტნიორებისთვის სჭირდებოდა

საქართველო, თბილისი - 17:41 10.10.2018 98

სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა მას უთხრა, რომ ძალადობის ეპიზოდი უცხოელი პარტნიორებისთვის სჭირდებოდა, რადგან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის განხორციელება ასე გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა.

როგორც ჩვენებაში ყიფიანი ამბობს, ჩანაწერი, სადაც ის საუბრობს ავარიაზე, ხოლო ზაზა ოქუაშვილი აკონკრეტებს და საუბრობს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, არის ინსცენირება და დადგმული ზაზა ოქუაშვილის ინიციატივით.

„არანაირ კონფლიქტს, ჩემ მიმართ განხორციელებულ ძალადობას/მუქარას ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, არც მისი ოფისის სარდაფში არ ვარ ნამყოფი და ისიც არ ვიცი, აქვს თუ არა საერთოდ სარდაფი. შესაბამისად, არანაირი სამედიცინო დაწესებულებისთვის მე არ მიმიმართავს“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ჩვენება გაასაჯაროვა. ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმი პროკურატურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%