თარიღი    დრო

"თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის ეპიზოდში გიორგი გახარია არ მონაწილეობდა - ლევან ყიფიანი

საქართველო, თბილისი - 17:27 10.10.2018 160

"თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის ეპიზოდში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ მონაწილეობდა, - ამის შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანი ჩვენებაში თქვა.

მისი თქმით, თანხის გატანასთან დაკავშირებით მას სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან, რომელსაც სთხოვა დახმარება, თუმცა მისივე თქმით, იმის გამო, რომ ბანკმა მოახერხა თანხის გაცემა, ოთარ ფარცხალაძის დახმარება საჭირო აღარ გახდა.

„ბანკში ყოფნისას მე მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ მქონია. მედიაში გასულ ინფორმაციას, რომ მე საუბრები თითქოს მქონდა გიორგი გახარიასთან არ ვადასტურებ. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძე, როგორც აღვნიშნე, მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ოთართან და იმ დღესაც ბანკში მისვლამდე და ბანკში ყოფნის პერიოდში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ვინაიდან ვიცოდი, რომ ოთარი იყო ბიზნესით დაკავებული და საბანკო სექტორში ჰყავდა ბევრი ნაცნობი, მას ვთხოვდი, რომ დაგვხმარებოდა სს თიბისი ბანკიდან თანხის გამოტანაში. დახმარება შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკმაოდ გვიან დაახლოებით 17:30 საათისთვის მოგვიწია ბანკში მისვლა და შესაძლოა ბანკის სამუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება. ოთარი დაინტერესდა, რომელ ფილიალში ვიმყოფებოდი, რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, ფიზიკური პირის თუ კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული. ამ მიზნით ჩვენს შორის შედგა რამოდენიმე სატელეფონო საუბარი“, - ამბობს ლევან ყიფიანმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ჩვენება გაასაჯაროვა. ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმი პროკურატურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%