თარიღი    დრო

ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული - ყიფიანი

საქართველო, თბილისი - 17:08 10.10.2018 105

ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში, - ამის შესახებ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ჩვენებაში ამბობს.

მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილი მას არტისტიზმს უწუნებდა.

"ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა, ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, როცა ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან.

მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზული გადამონტაჟებულია", - ამბობს ყიფიანი. 

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ჩვენება გაასაჯაროვა. ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმი პროკურატურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%