თარიღი    დრო

ბუტა რობაქიძის საქმეზე პეტერბურგიდან მოყვანილი ექსპერტი ყალბი მოწმეა - ია მეტრეველი

საქართველო, თბილისი - 15:44 10.10.2018 152

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი აცხადებს, რომ დაცვის მხარის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიყვანილი უცხოელი ექსპერტი, გერმან ზუბოვი ყალბი მოწმე იყო.

"ისევე, როგორც სხვა მოწმეები, რომელიც ბრალდებულების მხარეს მოჰყავს, ესეც იყო ყალბი მოწმე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მოწმე რუსეთიდან ჰყავდათ მოყვანილი, მაშინ როდესაც ნახევარ საქართველოს რუსეთუმეებს ეძახიან. რატომღაც, მაინც და მაინც პეტერბურგიდან ჰყავდათ ეს ჩამოყვანილი.

ეს ექსპერტი იყო პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფის საქმეში ექსპერტი. კარგად იცის ყველამ, თუ როგორ ედავება მთელი მსოფლიო რუსეთს გაყალბებაში. სწორედ, ეს ექსპერტი ჰყავდათ აქ მოყვანილი", - აცხადებს მეტრეველი და დასძენს, რომ ექსპერტი დაცვის მხარის მიერ იყო დარიგებული, თუმცა, მან მნიშვნელოვან დეტალებზე საუბარს თავი ვერ აარიდა.
"მას ალბათ კარგად გადაუხადეს ბრალდებულებმა და ცდილობენ გაყალბებას. თუმცა, ბოლომდე ვერ გააყალბა, რადგან მნიშვნელოვანი მომენტები გამოიკვეთა. მათ შორის, ის რომ ფირი არ იყო დედანი, ის რომ დალუქული არ იყო და ისე ჩაიტანეს მასთან. მან ისე ვერ ისაუბრა, როგორც დარიგებული ჰყავდათ. ექსპერტმა თქვა, რომ ათეულობით კადრია გამქრალი და არის მომენტები, სადაც არის წყვეტა", - აცხადებს მეტრეველი.

შემდეგი სასამართლო სხდომა 15 ოქტომბერს, 11:00 საათზე კვლავ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%