თარიღი    დრო

რიჟვაძე: მნიშვნელოვანი გამოფენაა და ძალიან გამიხარდა, რომ აქ თემატური სტენდი ბათუმიდანაც არის წარმოდგენილი

საქართველო, თბილისი - 15:16 10.10.2018 156

„ეს მნიშვნელოვანი გამოფენაა და ძალიან გამიხარდა, რომ აქ თემატური სტენდი ბათუმიდანაც არის წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით, ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებაში. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის, ამ შემთხვევაში - ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებებზე ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი მომავალში ქართული სახეებითა და ქართული გამომცემლობებით“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ქართული თემატური სტენდების დათვალიერებისას, სადაც გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" იყო წარმოდგენილი. 
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს თემატური სტენდები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსსა და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა. 
სტენდების პავილიონში წარმოდგენილია წიგნის ცენტრის და ქართველი გამომცემლების, მეცნიერების, ინოვაციების სააგენტოს, სახელოვნებო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდები. საქართველოს თემატური სტენდები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს არაერთ ენაზე ნათარგმნ ლიტერატურას სთავაზობს, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს კვირის ბოლომდე ექნება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%