თარიღი    დრო

გავიზარდე საფრანგეთში, 36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ შევინარჩუნე ქართული ენა - ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:26 10.10.2018 710

გავიზარდე საფრანგეთში, 36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ შევინარჩუნე ქართული ენა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ენის ცოდნა ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა დასრულდება ჩემი ექვსწლიანი მანდატი, აქ ჩამოვალ და ქართულად გესაუბრებით, არა იმიტომ, რომ არ უნდა გქონდეთ განსხვავებული ენა, ყველა ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ, არის დასაცავი და ყველა იქნება დაცული პრეზიდენტის მიერ. ვინ თუ არა მე, უნდა ვიყო ენის და იდენტობის დამცველი. გავიზარდე საფრანგეთში, 36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ შევინარჩუნე ქართული ენა. ყველა, ვინც აქ არის ან აზერბაიჯანული ან სომხური წარმოშობის, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავის შვილებს თავისი ენა ასწავლოს, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ყველანი ვართ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და გვინდა, რომ ამ სახელმწიფოში ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. მომავლის გზა არის სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა, რომელიც ყველა გზას ხსნის წარმატებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისთვის, უცხოეთში და სრული ინტეგრაციისთვის. ინტეგრაცია ნიშნავს თანასწორობას, სრულ თანასწორობას. მე, სწორედ ეს ვისწავლე საფრანგეთში, თუმცა ქართული ენით, ტრადიციებით და ოჯახით გავიზარდე. ეს არის თანასწორობა, რომელსაც გთავაზობთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ბევრად მეტი, რომ ქართული ენა თქვენთვის იყოს ადვილი შესასწავლი და ადვილად ხელმისაწვდომი. მე, ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ამ საკითხს დაიცავს და მიხედავს. სწორედ ეს არის ის ბალანსი, თანასწორობა და ტოლერანტობა, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის მთავარი ძალა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%