თარიღი    დრო

ფედერიკა მოგერინი - სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც

საქართველო, თბილისი - 10:10 10.10.2018 71

სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ფრანკფურტის წიგნის 70-ე გამოფენის გახსნა.

"ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო. ყოველთვის ასეთი ვარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით, რადგან გულითადი სათქმელი მინდა გაგანდოთ. როდესაც მოსაწვევი მივიღე, გავიფიქრე - რამხელა პატივი მარგო განგებამ. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, რატომ მე და ორი მიზეზი ვიპოვე პასუხად. ორივე აშკარა და ცხადია. პირველი ის გახლავთ, რომ სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც.

მეორე ის გახლავთ, რომ სადაც ადამიანის უფლებებს ზეიმობენ, წარმოაჩენენ ან იცავენ, სწორედ იქ უნდა იყოს ევროკავშირი",- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%