თარიღი    დრო

მე მოვდივარ თქვენთან როგორიც ვარ, არც გატყუებთ, არც ზედმეტს გეუბნებით - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:40 10.09.2018 403

გინდათ პრეზიდენტი, რომელიც სიძულვილს თესავს, ტყუილ დაპირებებს გაძლევთ, როცა იცის რომ მათი შესრულება პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის და მაინც გპირდებათ რაღაცებს, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გარდაბანში მცხოვრებ მოსახლეობას.

მისი თქმით, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი პრეზიდენტი სურთ.

„ახლოვდება არჩევნების დღე. ეს, ნამდვილად, არჩევანის დღეა და ეს არჩევანი მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი პრეზიდენტი გინდათ. გსურთ პრეზიდენტად რომელიმე პარტიის ლიდერი, რომელიც პარალელურად ზეპარტიულობას ირწმუნება? გინდათ პრეზიდენტი, რომელიც სიძულვილს თესავს, ტყუილ დაპირებებს გაძლევთ, როცა იცის, რომ მათი შესრულება პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის და მაინც გპირდებათ რაღაცებს? გინდათ პრეზიდენტი, რომელიც აგრძელებს იმ წარსულს, რომელშიც ვიყავით ჩაფლული და რომლიდანაც გამოვედით და გვინდა, რომ მთლიანად გამოვიდეთ? როგორი პრეზიდენტი გინდათ, ეს არის თქვენი გადასაწყვეტი და არა ჩემი. მე, მოვდივარ თქვენთან როგორიც ვარ, არც გატყუებთ, არც ზედმეტს გეუბნებით. კახელი ვარ და მიყვარს სიმართლის თქმა, ზოგჯერ მწარე სიმართლის, ზოგჯერ პირდაპირი სიმართლის და ზოგჯერ ჯიუტი სიმართლის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%