თარიღი    დრო

მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:48 10.06.2018 509

ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერალი, სოპრანო მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ესპანური საინფორმაციო წყაროების ცნობით, სიცოცხლის ბოლო თვეებში მონსერატ კაბალიე ხშირად ავადმყოფობდა, უკანასკნელი ერთი თვე კი ბარსელონას საავადმყოფოში გაატარა.

მონსერატ კაბალიეს კარიერა 50 წელს ითვლის. ის ცნობილი იყო, ბელკანტოს უბადლო ტექნიკითა და როსინის, ბელინისა, დონიცეტის კლასიკურ იტალიურ ოპერებში წამყვანი როლების შესრულებით.

როკ-მუსიკის მოყვარულთათვის კაბალიე ასევე ცნობილია ერთობლივი ალბომით ჯგუფ Queen-ის ვოკალისტ ფრედი მერკურისთან — Barcelona (1988). ამ ალბომის სასათაურო სიმღერა, მიძღვნილი კაბალიეს მშობლიურ ქალაქ ბარსელონასადმი, 1992 წელს ამ ქალაქში ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ჰიმნი გახდა.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%