თარიღი    დრო

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:09 10.01.2018 152

თელავი-ნაფარეულის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი 60 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, ავტომობილში ჩარჩენილი 55 წლამდე ქალის ამოყვანა მეხანძრე მაშველებმა სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით მოახერხეს.

ორივე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%