კობაურის თქმით, სმიტები მისი იარაღით და ტყვიებით სხვებმა მოკლეს, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.
როგორც ის განმარტავს, მკვლელობის დღეს, კობაურთან მისთვის უცობი 7 პირი იმყოფებოდა და სწორედ, მათ მიერ მოხდა დანაშაულის ჩადენა.
„კობაური საუბრობს, რომ უცხო 7 პირი იყო, როცა რაიან სმიტს ერთი ტყვია ესროლეს, ამ 7 პირიდან 2 მწყემსების სახლში გაჰყვა და მეორე მკვლელობისთვის ვაზნები ჩამოატანინეს. ამის შემდეგ კვლავ მოხდა გასროლა და ბავშვის მკვლელობა. კობაურის თქმით, ლორა სმიტი მისთვის გაურკვეველ ადგილას წაიყვანეს“, - აცხადებს ადვოკატი.
ის მალხაზ კობაურს სასჯელაღსრულების დაწესებულებში დღეს შეხვდა. როგორც კობაიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის, ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღოს მონაწილეობა.
„კობაური მზად არის ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღოს მონაწილეობა. მისი სურვილია, გადამოწმდეს მის მიერ მითითებული ინფორმაცია, რამდენად რეალური და ობიექტურია.
კობაური ჩვენ რა ინფომრაციასაც გვაწვდის, უნდა გადამოწმდეს. ეს გადამოწმდება როგორც დროში, ასევე თანმინდოვრობაში“, - აცხადებს ადვოკატი.