თარიღი    დრო

გიორგი მიქანაძე: წლევანდელ კვლევაში საქართველოს მე-7 პოზიცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ვუსწრებთ ეკონომიკურად გაცილებით უფრო განვითარებულ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია ან საფრანგეთი

საქართველო, თბილისი - 18:00 09.25.2018 452

საერთაშორისო კვლევის „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2018“ მიხედვით საქართველო იკავებს მე-7 ადგილს 162 ქვეყანას შორის. კვლევა კანადურმა ფრეზერის ინსტიტუტმა მოამზადა ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით.
ეკონომიკის ექსპერტის გიორგი მიქანაძის განცხადებით, წლევანდელ კვლევაში საქართველოს მე-7 პოზიცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ  ვუსწრებთ  ეკონომიკურად გაცილებით უფრო განვითარებულ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია ან საფრანგეთი. 
გიორგი მიქანაძის შეფასებით, ინვესტორებთან ურთიერთობისას მთავარი ფაქტორია  მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და აგრეთვე ის, თუ როგორ პოზიციონირებს ქვეყანა სხვადასხვა რეიტინგებში, რადგან თუ პოტენციური ინვესტორები გადაწყვეტენ ქვეყანაში ჩამოსვლას და ინვესტიციის განხორციელებას, სწორედ მსგავსი მაჩვენებლებით იხელმძღვანელებენ, ღირს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლა.
„ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია, რომ აღნიშნული პოტენციალის კარგად გამოყენება მოხდეს - აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდოს როგორც პოტენციურ ინვესტორებს, ასევე მათ, ვინც უკვე ქვეყანაში არიან და ბიზნესს აწარმოებენ, მათაც კარგად უნდა გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი მიქანაძემ
Fraser Institute-ის რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს - მთავრობის ზომა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა, მყარი ვალუტა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაცია. აღნიშნული ინდიკატორები, თავის მხრივ, მოიცავს 23 კომპონენტს, ხოლო კომპონენტები კი აერთიანებს ქვე-კომპონენტებს. სულ, რეიტინგი მოიცავს 42 განსხვავებულ ცვლადს. თითოეული ცვლადის შეფასება ხდება 0-დან 10 ქულამდე.
საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 2 ინდიკატორში „მყარი ვალუტა“ (გაუმჯობესდა 0,23 ქულით და 9,22 ქულა შეადგინა) და „რეგულაცია“ (გაუმჯობესდა 0,45 ქულით და 8,49 ქულა შეადგინა) მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:08 პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin- ის საათის მეშვეობით გადახდებს განახორციელებენ

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%