ხვალ, 26 სექტემბერს, სასტუმრო იოტაში, 13:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე ტუროპერატორებს შეხვდება.
შეხვედრას დაესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი.
თემა: "საქართველო, როგორც მზარდი ტურისტული ქვეყანა მსოფლიო რეიტინგებში."