თარიღი    დრო

ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთან ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან - ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძეს

საქართველო, თბილისი - 16:18 09.24.2018 496

თქვენ მიერ ნაჩვენები და თქვენ მიერ დახარჯული საარჩევნო თანხები ასტრონომიულად არის აცდენილი ერთმანეთისგან, ამიტომ სავსებით სამართლიანად ჩნდება ეჭვი, რომ შავ ყულაბაში ბიზნესს შეაქვს ფული და ერთ-ერთი ასეთი გზა ფულის აკუმულირების არის სწორედ ის, რაც ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებულ ჩანაწერებში ისმის, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში რეალურად 20-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

„ამიტომ გამოძიებული უნდა იყოს არამხოლოდ მაღალჩინოსნების საკითხი, არამედ გამოძიებული უნდა იყოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ფონდის განკარგვის საკითხი. გამორიცხულია, რომ ის თანხები რაც თქვენ დახარჯეთ, მარტო საწვავსაც კი არ ეყოფოდა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამის საპასუხოდ, პარლამენტის თამვჯდომარე ირაკლი კობახიძემ რომან გოცირიძეს მიმართა და უთხრა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ისევეა ახლოს ევროპა და ნატო, როგორც კრიალოსანი ვირთან.

მისი თქმით, მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს, თუმცა ეს იწვევს პარტიის დისკრედიტაციას.

„აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ჩვენ ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი და ყველაფერს მოეფინოს ნათელი. ვისი სტილიც არის ეს, ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველფერი საარჩევნო პროცესებს. ორ-ორი კაცი გაუგებარია, რატომ და როგორ ახსენებს „ქართულ ოცნებას“, ახდენს დისკრედიტაციას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერები და კორუფცია “ნაციონალური მოძრაობის” მოგონილია.

„თქვენი თანხები ნახეთ, რამდენი არის დეკლარირებული 2017 წელს, სასაცილო თანხებია და რამდენი გაქვთ დახარჯული. სათითაოდ გეტყვით, რამდენი აგიტატორი, ზონის უფროსი, უბნის უფროსი გყავდათ და რამდენ ხელფასს იღებდა რამდენი თვის განმავლობაში თითოეული მათგანი. დეკლარირებული გაქვთ 300 ათასი 2017 წელს. ეს არის თქვენი მოგონილი. ფარული ჩანაწერებიც არის თქვენი სტილი. ბიუროში ამის ადგილი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ მიწევს ამის შეხსენება. ასევე, აქვე მოგიწოდებთ, რომ სამარცხვინო კამპანია, რომელიც თქვენი მხრიდან წარიმართება ქალბატონი კანდიდატის მიმართ, ამასაც ხაზს გავუსვამ, არც კაცობაა, არც არაფერი არ შეიძლება ამას ეწოდოს. ასე თქვენ ევროპასთან ვერ დაახლოვდებით და არც გაქვთ ამის სურვილი, ეს პირდაპირ ჩანს. ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთან ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან”, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%