თარიღი    დრო

ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:16 09.24.2018 91

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (UN FAO) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის AGRIS (Agricultural Integrated Survey) დეტალები განიხილეს. აღინიშნა, რომ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ პროექტის განსახორციელებლად მსოფლიო მასშტაბით შერჩეულ ხუთ ქვეყანას შორის, რეგიონში საპილოტე ქვეყნად საქართველო დაასახელა. პროექტის ფარგლებში განხორცილდება ფერმერული მეურნეობების აღწერა, შემდგომი მონიტორინგი და მონაცემების ხარვეზის გასწორება.

მინისტრის განცხადებით, სტატისტიკური მონაცემების მოძიება და დამუშავება უაღრესად მნიშვნელოვანია აგრარული დარგის განვითარებისთვის. ლევან დავითაშვილმა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას აღნიშნული მიმართულებით აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია „ბილ და მელინდა გეიტსის ფონდის“ მიერ და ამ ფონდის მიერ დაფინანსებული პირველი პროექტია საქართველოში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%