თარიღი    დრო

ნათია თურნავა: საქართველო უნდა გახდეს ენერგობაზრისა და ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონული ჰაბი

საქართველო, თბილისი - 16:00 09.24.2018 172

ენერგეტიკის დარგში არსებული კანონმდებლობის რევიზიისა და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის  საკითხებზე  იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით სასტუმრო „რუმსში“ ჩატარდა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირის ეგიდით მუშაობს ენერგეტიკული ბაზრის კონცეფციის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების საკითხებზე. ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტრო, რა თქმა უნდა, აქტიურად არის ჩართული. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ახალი ბაზრის კონცეფციის განხილვას ეძღვნებოდა“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეს კონცეფცია ითვალისწინებს ბაზრის გახსნილობას და კონკურენტულობას. „საქართველო გარდაიქმნება რეგიონულ ჰაბად სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკული ვაჭრობისა და ენერგობაზრის თვალსაზრისით. აქ თავისუფლად  იქნება შესაძლებელი ელექტროენერგიით ვაჭრობა მთელი რეგიონის მასშტაბით, რომ ჩამოყალიბდეს ობიექტური, კონკურენტული ფასი და  უფრო მეტად იყოს დაცული მომხმარებელი, რადგან კონკურენცია ყოველთვის ბადებს უფრო ოპტიმალურ ფასს და მეტ ხარისხს.  ეს მომენტები იქნება სწორედ ამ რეფორმაში გათვალისწინებული“ - აღნიშნა თურნავამ.

„რუმსში“ გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

13:09 გვენეტაძე:  საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით ცალსახად, შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება

12:21 სებ-მა  მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა დაინერგა

12:39 თბილისი ანკარას პირდაპირი ავიარეისით დაუკავშირდება 



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%