თარიღი    დრო

საქართველო უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულშია - კახა ქემოკლიძე

საქართველო, თბილისი - 15:39 09.24.2018 268

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის კახა ქემოკლიძის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსით უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

მისი თქმით, ნუმბეო მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და გავლენიანი კვლევითი პორტალია, რომლის 2018 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსით მეშვიდე პოზიციიდან მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა და შესაბამისად, უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. 

„ამავე კვლევის მიხედვით, დაწინაურებულია ქალაქი თბილისიც, რომელმაც მე-19 პოზიციიდან მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა. შეგახსენებთ, რომ ნუმბეო მსოფლიოში საინფორმაციო მონაცემთა ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს კვლევებს, მათ შორის, ჯანმრთელობის უსაფრთხოების, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და ზოგადად, უსაფრთხოების კუთხით. ჩვენი შეფასებით და მოსაზრებით, საქართველოსთვის ნუმბეოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ უკანასკნელს ისეთი მსხვილი და გავლენიანი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები იყენებენ და ენდობიან, როგორებიც არის, მაგალითად, „თაიმსი“, „ეკონომისტი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ და სხვები“, - განაცხადა ქემოკლიძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%