თარიღი    დრო

ეჭვი მაქვს, ჩემი შვილის მკვლელს მფარველობენ, რადგან გამოძიება წინ არ მიდის - თორნიკე მერებაშვილის მამა

საქართველო, თბილისი - 15:21 09.24.2018 263

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი, 18 წლის თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი „ჯი-ეიჩ-ენთან“ აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელს შესაძლოა, მფარველობდნენ, რადგან გამოძიება წინ არ მიდის.

„ეჭვი მაქვს, ვიღაცას დარეკილი აქვს და მკვლელს მფარველობს. ვფიქრობ, ეს ასეა, რადგან ინფორმაციას ვაწვდი და გამოძიება წინ არ მიდის. მაინც და მაინც, ავარიას ვარაუდობენ და საქმეს თავიდან კი არ იძიებენ, ბოლოდან იძიებენ.

ჩემი შვილი არის მოკლული და არა მანქანის მიერ გატანილი. ამას ყველანაირად დავამტკიცებ, მათ შორის, მის სხეულზე არსებული დაზიანებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა ბევრი რამითაც“, - აცხადებს მერაბ მერებაშვილი.

როგორს ის აღნიშნავს, გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა. იმ შემთხვევაში, თუკი, პროკურატურა მერებაშვილის მიერ მიცემულ 2-კვირიან ვადაში საქმის კვალიფიკაციას არ შეცვლის, როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, აქციები განახლდება.

„2-კვირიანი ვადა მივეცი, რომელიც ამ კვირის ბოლოს იწურება. დღეს ადვოკატს, პროკურორს და გამომძიებელს ვხვდები. ვნახოთ, რას მეტყვიან, ამ ხნის განმავლობაში წინ წავიწიეთ, თუ არა.

ჩამოყალიბებული კითხვები მაქვს, რასაც დღეს მათ დავუტოვებ. ორშაბათამდე მივცემ ვადას, გამცემენ პასუხს თუ არა. ორშაბათს გადავწყვეტ, აქციები გავაგრძელო თუ არა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობა გამოვუცხცადე, მთთან არ ვთანამშრომლობ, კავშირი გავწყვიტე და საქმე სამხარეო პროკურატურაში გადავიტანე“, - დასძენს მერებაშვილი.

ცნობისთვის, თორნიკე მერებაშვილი 6 ივლლისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად, სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით კი, შსს-მ განაცხადა, რომ საქმის ძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც მუხლის გადაკვალიფიცირების და საქმის გამოძიების მოთხოვნით, მერებაშვილის ახლობლებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით, დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა.“




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%