თარიღი    დრო

Wizz Air-ი ქუთაისის ბაზის წლის იუბილეს 85%-ით მეტი პოტენციური მგზავრით აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 15:16 09.24.2018 251

ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზის გახსნის ორი წლის იუბილეს აღნიშნავს. 2016 წელს საქართველოში პირველი ბაზის გახსნის შემდეგ, ავიაკომპანიას უკვე ჰყავს ეკიპაჟის 70-ზე მეტი ადგილობრივი წევრი და 2 ბაზირებული ავიახომალდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც 14 ქვეყნის 21 მიმართულებით მოგზაურობას უზრუნველყოფს.

6 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ევროპაში მასშტაბური გაფართოების ფარგლებში, დაბალბიუჯეტიანი ქსელის დივერსიფიკაციის შედეგად, Wizz Air-მა 2018 წელს ამატებს 10 ახალ მიმართულებას: რიგა, ვროცლავი, პარიზი, პრაღა, ათენი, ბარსელონა, რომი, ბუქარესტი და გდანსკი Wizz Air-ის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან 14 ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ 21 მიმართულებათა შორისაა.

Wizz Air-ის სწრაფად მზარდი ავიარეისები მომხმარებლებს სთავაზობს მართლაც დასამახსოვრებელი მგზავრობის გამოცდილებასა და რეალურად დაბალ ფასებს - ბილეთებს სულ რაღაც 24,99 ლარიდან. საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მაღალხარისხიანი მომსახურებით რეკორდული რაოდენობის მგზავრმა ისარგებლა -  2018 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს რეისებზე 365,000-მდე მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 67%-ით აღემატება.

2019 წელს Wizz Air-ის გუნდი თავისი დაბალბიუჯეტიანი რეისებით თითქმის 700,000 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, რაც წინა წლის ანალოგური პერიოდის მონაცემს 85%-ით აღემატება. Wizz Air-ის 2019 წლის ზაფხულის განრიგი უკვე ხელმისაწვდომია wizzair.com-ზე, სადაც დაგხვდებათ ისეთი საინტერესო მიმართულებები, როგორიცაა ვენა, ბუდაპეშტი, გდანსკი, ათენი და მილანი.

2018 წელს Wizz Air-ის 44 ქვეყნის მასშტაბით მოქმედ  მრავალფეროვან ქსელს ჯამში 125-ზე მეტი ახალი ავიამიმართულება და 700-მდე დამატებითი ყოველკვირეული რეისი ემატება. ავიაკომპანია ასევე აგრძელებს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას, რასაც ადგილობრივ ეკიპაჟში 70 წევრის დასაქმებითა და საავიაციო, სატრანსპორტო, ტურისტულ თუ სტუმართმოყვარეობის სექტორებში 250 ადგილობრივი სამუშაო ადგილის შექმნით ახერხებს.

“ქუთაისის ბაზის გახსნიდან 2 წლის იუბილეს აღვნიშნავთ იმ ორ მილიონამდე მგზავრთან ერთად, რომელთაც ბოლო 6 წლის განმავლობაში არჩევანი ჩვენს ავიაკომპანიაზე შეარჩიეს. ჩვენ მოტივირებულები ვართ, რომ ქუთაისის ქსელში მეტი მიმართულება დავამატოთ, მომხმარებლებს უფრო დაბალი ფასები და ფრენის უკეთესი გამოცდილება შევთავაზოთ. მანამ, სანამ ჩვენ ოქტომბრიდან ქუთაისი-ვენის რეისის დამატებას აღვნიშნავთ, თქვენ უკვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ ბილეთები ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით, wizzair.com-ზე, სულ რაღაც 154,99 ლარად. ჩვენ მადლობას ვუხდით თითოეულ ქართველ მომხმარებელს იმისთვის, რომ არჩევანს Wizz Air-ზე აჩერებს და ვიმედოვნებთ, რომ ბორტზე კიდევ უფრო მეტ მოგზაურს შევხვდებით“, განაცხადა Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრას რადომ.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%