თარიღი    დრო

წყალტუბოს საბავშვო ბაღებიდან ქუთაისის კლინიკაში ინტოქსიკაციის გამო, კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 15:08 09.24.2018 148

წყალტუბოს საბავშვო ბაღებიდან ქუთაისის კლინიკა "მედიქალ სითიში" ინტოქსიკაციის გამო, კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია.

მათივე ინფორმაციით, ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა, როგორც საკვები, ასევე რძის პროდუქტი გამხდარიყო.

მომხდარის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. დასკვნის მიღებამდე ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საქმე კანონის შესაბამისად გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჰოსპიტალ "მედიქალ სითიში" 20-ზე მეტი ბავშვი შეიყვანეს.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%