თარიღი    დრო

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 15:10 09.24.2018 104

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის  ორგანიზებით თბილისში საქართველო-ყაზახეთის  ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.

ღონისძიების მიზანი საქართველოსა და ყაზახეთის ბიზნეს-სექტორებს შორის კომუნიკაციის დამყარება და ამ გზით ორ ქვეყანას შორის  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა იყო. ფორუმის ფარგლებში გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის.

ღონისძიებაში მონაწილეობა  10-მდე მსხვილმა ყაზახურმა კომპანიამ მიიღო. ყაზახეთის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: საგზაო ინფრასტრქტურა, ქიმიური მრეწველობა, სამთო მრეწველობა, ელექტრო მოწყობილობების წარმოება, კომერციული აღჭურვილობების გაყიდვა და სხვ.

ფორუმის პირველ ნაწილში  ყაზახური დელეგაციისთვის გაიმართა  პრეზენტაციები საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის შესახებ. ასევე, ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო პოტენციალისა  და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ.

ფორუმის ფარგლებში   საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ყაზახეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა, რომლის მიზანიც მხარეებს შორის თანამშრომლობის გამყარებაა,  ბიზნეს-სექტორების კომუნიკაციისა  და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის  მიმართულებით.

2018 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 67%-ით და  განისაზღვრა 77 მლნ. აშშ დოლარით, რამაც  შეადგინა საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 1,1%. კონკრეტულად:  ექსპორტი გაიზარდა 29%-ით და განისაზღვრა 39,8 მლნ. აშშ დოლარით, რამაც  შეადგინა საქართველოს ექსპორტის 2,1%. რეექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში წარმოადგენს 46% და შეადგენს 18,3 მლნ. აშშ დოლარს. იმპორტი  კი გაიზარდა 75%-ით და განისაზღვრა 37.2 მლნ. აშშ დოლარით, რამაც  შეადგინა საქართველოს იმპორტის 0,7%.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%