თარიღი    დრო

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავალია - თორნიკე რიჟვაძე

საქართველო, თბილისი - 14:45 09.24.2018 317

სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავალი, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ქვეყანას ჰყავდეს ზეპარტიული ლიდერი, მიუკერძოებელი პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ ღირსეულად გაართვას თავი არსებულ გამოწვევებს.

„ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია ინსტიტუტების მშენებლობა. საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა გულისხმობს სწორედ დაბალანსებული, პრაგმატული პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ქვეყანას ჰყავდეს ზეპარტიული ლიდერი, მიუკერძოებელი პრეზიდენტი, რომელიც ღირსეულად შეძლებს ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ ღირსეულად გაართვას თავი არსებულ გამოწვევებს. სწორედ ამით არის განპირობებული „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს. სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავალი. წინაპრების, რომლებმაც დაუდეს საფუძველი დემოკრატიას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%