თარიღი    დრო

გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:10 09.24.2018 193

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, რატუ ინოქე კუბუაბოლას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ“. აღნიშნული ხელს შეუწყობს მხარეთა შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.

გიორგი გახარიამ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო საქმიანობის, განხორციელებული რეფორმებისა და პრიორიტეტების შესახებ. ,, ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობას, შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნეთ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რაზეც მადლობა გადავუხადეთ კოლეგას და დავსახეთ გეგმები როგორ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ერთობლივად მუშაობას საერთაშორისო პლატფორმებზე.’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დელეგაციის წევრები საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრსაც ეწვივნენ. ,,მემორანდუმის გაფორმების შედეგად, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა მივიღოთ საქართველოსგან საუკეთესო გამოცდილება, კერძოდ, ფიჯის რესპუბლიკის წარმომადგენლები ეწვევიან საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს და განახორციელებენ მიღებული გამოცდილების დანერგვას ჩვენს ქვეყანაში’’,- აღნიშნა ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ცენტრის დათვალიერების შემდეგ.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის გარდა, ასევე დაგეგმილია ფიჯის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი მომსახურების სააგენტოში, ერთობლივი ოპერაციების ცენტრსა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%