თარიღი    დრო

როდესაც ცილისმწამებლური კამპანიის აგორება დასჭირდებათ, ფაქტის რევიზია ხდება - გიორგი მიქაუტაძე

საქართველო, თბილისი - 14:09 09.24.2018 205

დასამალი ნამდვილად არაფერი მაქვს და რამდენჯერაც დაისმება ეს შეკითხვა, იმდენჯერ ღიად შემიძლია ვისაუბრო“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც ხაჭაპურიძე-ხაჩიძის საქმეს ეხება.

„ეს ამბავი ნამდვილად არ არის ახალი და ყოველ ჯერზე, როდესაც დასჭირდებათ ასეთი ცილისმწამებლური კამპანიის აგორება ხდება ფაქტის რევიზია და მე თქვენთანაც არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ერთადერთი შეხება რაც მქონდა ამ თემასთან იყო ის, რომ განვიხილე სამართალდარღვევის საქმე, რომელშიც მონაწილეონდნენ ეს პირები. ამაზე განაწყენებულები თავს დამესხნენ, როდესაც ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად და მოსამართლეზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. ამას მოჰყვა კანონის შესაბამისი რეაგირება. კითხვა მაქვს, რატომ ხდება ამ თემის პერიოდულად გააქტიურება, როდემდე შეიძლება რომ ერთსა და იმავე საკითხზე მომიწიოს განმარტებების გაკეთება.

რაც შეეხება მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გამწესებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში არ ვმონაწილეობდი და ამ პროცესიდან აცილელებული ვიყავი.

მე ათწლიანი ვადით ვარ გამწესებული, მაქვს სურვილი რომ გავაგრძელო ჩემი კარიერა სასამართლო სისტემაში. ერთადერთი გზა ამისთვის არის კონკურსი. ისეთივე უფლება მაქვს ამის, როგორც ნებისმიერ მოსამართლეს. მე არ ვარ გამონაკლისი და კანონი მაძლევს სრულ უფლებას ვადის ამოწურვამდე კონკურსში მონაწილეობა მივიღო“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%