თარიღი    დრო

ეს შეიძლება იყოს თავის ტვინის, ფილტვის სიმსივნე, ან რაღაც სხვა - ადვოკატი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

საქართველო, თბილისი - 14:02 09.24.2018 504

გადაჭრით, იმის თქმა, ეს არის ინტოქსიკაცია თუ არა, არ შეგვიძლია. სპეციალისტების თქმით, ეს შეიძლება იყოს თავის ტვინის, ფილტვის სიმსივნე, ხერხემლის ტვინთან დაკავშირებული ანთებითი პროცესი, ან რაღაც სხვა. ასევე შეიძლება იყოს, ინტოქსიკაციაც, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, მტკიცებით ფორმაში საუბარი ყოფილი პრემიერის დიაგნოზთან დაკავშირებით არ შეუძლია, თუმცა, დროული გამოკვლევებისა და მკურნალობის საჭიროებაზე მიუთითებს.

„2 თვეზე მეტია, ვანო მერაბიშვილის მკურნალობა მიმდინარეობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამას შედეგი არ გამოუღია. საწყის ეტაპზე, ჩვენ ვიცოდით, რომ მას თვალთან დაკავშირებული ანთებითი პროცესი ჰქონდა, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე, არის ჰორნერის სინდრომი, რასაც სასჯელაღსრულება გვეუბნება.

 სპეციალისტების თქმით, ჰორნერის სინდრომი ნიშნავს იმას, რომ ეს რაღაც სხვა, რთული დაავადების გამოვლინებაა. ორგანიზმში შეიძლება სიმსივნური, ან ინტოქსიკაციური პროცესები მიმდინარეობდეს, რის გამოც შეიძლება ჰორნერის სინდრომი იყოს. რაც შეიძლება დროული და სწორი დიაგნოზირება, სწორი მკურნალობა უნდა მოხდეს.

მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გაკეთდა და გვეუბნებიან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმსივნე გამოირიცხაო, მაგრამ დამატებითი კვლევები მაინც ჩასატარებელია“, - აცხადებს ჩივიაშვილი.

ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მერაბიშვილს დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

"მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.
ივანე მერაბიშვილი რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი მასთან შეთანხმებით შერჩეულ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. კერძოდ: ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები და შესაბამისი გამოკვლევები; მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ანგიოგრაფიულ რეჟიმში, კისრისა და ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, გულ-მკერდის და დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია, რინოსკოპიაოფთალმოსკოპია.
რაც შეეხება დიაგნოზს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ),  ბლეფარო-კონიუნქტივიტი", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%