თარიღი    დრო

დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰყოლია - ცქიტიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:28 09.24.2018 3406

დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰყოლია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აჭარაში განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ხვდება.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი გამორჩეულია თავისი განათლებით.

„დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ის გამოცდილება, ცოდნა და სულისკვეთება, ის ღირებულებები, რომელიც მის წინაპრებს, ჩვენს წინაპრებს ჰქონდა, ეს იქნება ქვეყნის სამსახურში გამოყენებული. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი პირადი თვისებებითაც არის გამორჩეული, ცალსახად გამორჩეულია თავისი განათლებით, განვილილი გზით და დარწმუნებული ვარ, რომ აჭარა და მთელი საქართველო ნამდვილად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ვუსურვებ სალომე ზურაბიშვილს დიდ გამარჯვებას, ეჭვი არ მეპარება მის წარმატებაში. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს მის საპრეზიდენტო კამპანიაში. შესაბამისად, გვგონია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ყველა ინსტიტუტი, მთავრობა, პრეზიდენტი, პარლამენტი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ უკეთესი ქვეყანა ავაშენოთ”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ბათუმში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%