თარიღი    დრო

საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი

საქართველო, თბილისი - 12:00 09.24.2018 189

24 სექტემბერიდან 25 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25 სექტემბერს, დღის ბოლოდან, 28 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

26 - 27 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს. 
ქ. თბილისში 24 - 26 სექტემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 27 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 26 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 24 - 25 სექტემბერს +27, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 26 – 27 სექტემბერს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%