თარიღი    დრო

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა​

საქართველო, თბილისი - 15:04 09.23.2018 323

თურქეთში, სარფი-ქემალფაშას გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა​.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაახლოებით 10:00 საათზე სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფო საქართველოს 11 მოქალაქე. 

მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები გადაყვანილ იქნენ ხოფასა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში, სადაც მათ ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი პირადი სურვილით გაწერილი საავადმყოფოებიდან.

„სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის, იაშარ დაღის განცხადებით, დამატებითი გამოკვლევის მიზნით ორი მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონალურ სახელმწიფო საავადმყოფოში. საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დღის ბოლომდე მოხდება მათი გაწერა სამედიცინო დაწესებულებებიდან. გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%