თარიღი    დრო

მამუკა ბახტაძე: როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალა ასეთი ტიპის გაყალბებას, თვალში ნაცრის შეყრას იყენებს მექანიზმად, ეს შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მიერ

საქართველო, თბილისი - 22:28 09.22.2018 120

როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალა ასეთი ტიპის გაყალბებას, თვალში ნაცრის შეყრას იყენებს მექანიზმად, ეს შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მიერ - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში,  ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მისი ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზოგიერთი ოპონენტი აგრძელებს უკანონო ნაბიჯების გადადგმას, ეს შეეხება გაყალბებას, სიცრუის ტირაჟირებას.

„ხელისუფლებაში როცა იყვნენ ამას აკეთებდნენ, ახლა ოპოზიციაში არიან დღესაც იგივე ნაბიჯებს დგამენ. რა თქმა უნდა ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი შეფასება და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები, ადეკვატურ შეფასებას გააკეთებენ, მაგრამ პოლიტიკურად ეს არის ღიმილისმომგვრელი. „ქართული ოცნება“ არის გარანტი იმისა, რომ საქართველოში ჩატარდება არჩევნები თავისუფალ გარემოში, დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, მაგრამ როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალა ასეთი ტიპის გაყალბებას, თვალში ნაცრის შეყრას იყენებს მექნიზმად, ეს შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ქართული საზოგადოებისთვის ეს სიურპრიზი არ იყო, ვინაიდან ამ ძალას ახასიათებს ასეთი უპასუხისმგებლო და მსგავსი ტიპის კანონდარღვევები. მე ვფიქრობ, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გააკეთებენ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%