უცხოურ პრესაში იბეჭდება საზიზღრობები ჩემს შესახებ, ვითომ ამით ჩემ დისკრედიტაციას მოახდენენ იმ ადამიანებთან, რომლებიც დაახლოებით 60 წელია მიცნობენ, - ეს სიტყვები სამთავრობო გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში განაცხადა.
„სასაცილოა, მაგრამ ამით ჩემ დისკრედიტაციას ნაკლებად, მაგრამ საქართველოს დისკრედიტაციას ეწევიან. ვითომ ეს ქვეყანა დღეს მიდის რუსეთისკენ. ეს არის ის, რაც წერია - შეიძლება ყველას არ გაქვთ წვდომა ამ პრესაზე, რომელიც იბეჭდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.