აქედან ორ მეტრში წევს დახვრეტილი მძინარე ბავშვი და დღეს მოვიდნენ მის ძვლებზე და სისხლზე სათამაშოდ, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობლები და ადგილობრივები სოფელ დუისის სასაფლაოსთან არიან შეგრებილები და პანკისობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ.
"თუ ამდენი ადამიანობა გაქვთ, დამიდექით გვერდით, დაისაჯონ ის ნაძირლები, რომ მეც დამასვენონ, ჩემი შვილიც საფლავში დაასვენონ და საქართველომაც დაისვენოს. დასაჯონ გომელაური, დასაჯოს გახარია, დაისაჯონ დამნაშავე სპეცრაზმელები“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.