თარიღი    დრო

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 14:23 09.22.2018 157

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბიზნესგეგმების ეტაპი იწყება. აღსანიშნავია, რომ 17 392 მიღებული განაცხადიდან, შემდეგ ეტაპზე - 2523 ბიზნესიდეის განაცხადის ავტორი გადავიდა.

ახალი პირობებით განახლებული სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში, ბიზნესიდეები მიღება დაიწყო 20 აგვისტოს და გრძელდებოდა 2 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ ბიზნესგეგმების ეტაპზე უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.

განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც - პროგრამის მოსარგებლის/მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს. 

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ, ან გააფრთოონ საკუთარი ბიზნესი.  ფინანსური დახმარების გაწევის გზით, რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.


2015-2018 წლის მონაცემებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში, მხარდაჭერილია 5 313  პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის  მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 949 474 ლარი, სადაც 8 412  მოსარგებლეა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა თბილისისა.

შენიშვნა:

დაფინანსების მიღებამდე მონაწილემ აუცილებელია, რომ გაიაროს რამდენიმე ეტაპი:

  • ონლაინ აპლიკაციის შევსება: http://www.enterprisegeorgia.gov.ge
  • ბიზნესიდეების კონკურსი: საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა;
  • საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი;
  • მომზადებული ბიზნესგეგმების კონკურსი;
  • კონკურსის შედეგად გამოვლენლი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ დაფინანსებას.

ინფორმაციისთვის: კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც აღნიშნული პროცედურების გავლის პროცესში მოემსახურებიან კონკურსანტებს,  კონკურსის წესით 2015 წელს შეირჩა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ქვეყნის ყველა რეგიონში, 4 კომპანია ემსახურება:

1. შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი;

2. შპს ჯი-ემ-სი-ჯი  - INNOVA;

3. ა(ა)იპ RDA  - რეგიონალური განვითრების ასოციაცია;

4. ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობა - საქართველოს სკაუტები.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%