თარიღი    დრო

ექსპერტიზით, თაკო გამრეკელაშვილს 33 ჭრილობიდან 8 კისრის, 2 გულ-მკერდის არეში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილებზე ჰქონდა - გია შაიშმელაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:50 09.21.2018 413

ბარნოვზე, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე გამოკითხული სამედიცინო ექსპერტის ჩვენებით, გამრეკელაშვილს მამინაცვალმა 33 ჭრილობა მიაყენა. 

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც უშუალოდ გამოიკვლია გარდაცვლილის გვამი. აღნიშნული ექსპერტიზით და თავად ექსპერტის ჩვენებით დადასტურდა, რომ გვამს აღენიშნებოდა 33 ჭრილობა, ასევე აღენიშნებოდა მრავალი სისხლნაჟღენთი დაზიანება. 33 ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან 8 კისრის არეში იყო შემავალი, 2 გულ-მკერდის არეში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილებზე.

კისრის და ყელის არეში არსებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

მისი განმარტებით, ბრალდებულის მიერ მოკლულის დედის, ნათელა გობაძის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, მან მორალური და ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა.

"ასევე, დაიკითხა ფსიქოლოგიური ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა კვლევა დაზარალებულ ნათელა გობაძის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ნათელა გობაძესთან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა განიცადა მორალური და ფსიქოლოგიური ტანჯვა", - აცხადებს შაიშმელაშვილი.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%