თარიღი    დრო

საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:10 09.21.2018 126

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი მიიღო.

შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ნატო-ს უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტების გააქტიურება და გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი, ბრიუსელის სამიტის შემდეგ, სადაც საქართველოს საკითხზე მოკავშირეებთან უმაღლეს დონეზე პირველად შედგა შეხვედრა, ადასტურებს, რომ საქართველოს, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

საუბარი შეეხო რუსულ აგრესიას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს სამიტს ბრიუსელში, იმ ძალიან მტკიცე და საინტერესო ჩანაწერებს, რომელიც სახელმწიფოს მეთაურების კომუნიკეში მოხვდა და სადაც ერთი მხრივ აღიარებული და დაფიქსირებულია რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში და მეორე მხრივ, ის, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

"ეს ორი ერთმანეთთან ბმაში მყოფი ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ამ სამიტის შემდეგ და ხაზი გაესვა ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ გაზრდილია ინტერესი და ამ მიმართულებითაც გაზრდილია თანამშრომლობა ნატო- სა და საქართველოს შორის“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ეროვნული უშიშროების სისტემაზე, მიმდინარე ცვლილებებსა და ამ ცვლილებების გავლენაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მიმართ.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ნატო აუცილებლად დააკვირდება პროცესს, რომელიც საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%