თარიღი    დრო

ჩემზე ალბათ ფიქრობენ, რომ რადგან ქალია, აქ არ ჰყავს ოჯახი, შეიძლება მისი გატეხვა, მაგრამ ეს ასე არ არის - ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:58 09.18.2018 1268

მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, მიმდინარეობს აგრესიისა და შეურაცხყოფის კამპანია, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საჩხერეში განაცხადა, სადაც ამომრჩევლებს შეხვდა.

მისი თქმით, ეს არ არის მისთვის უჩვეულო, რადგან ბოლო 16 წლია ქართულ პოლიტიკაშია.

„ვფიქრობდი, მოვა დრო, როცა გადავალთ სხვა ტიპის რეალობაში, რადგან ვლაპარაკობთ ევროპაში შესვლაზე. სხვა ბევრი კუთხით ვართ ევროპაში, თუმცა პოლიტიკით ვერ გავხდით ევროპელები. მიმდინარეობს შანტაჟი, შეურაცხყოფა, მოსმენა-დასმენა. ალბათ ფიქრობენ, რომ რადგან ქალია, აქ არ ჰყავს ოჯახი, შეიძლება მისი გატეხვა, მაგრამ ეს ასე არ არის. ვინც უფრო დინჯადაა, უფრო შორს მიდის. ამიტომ დავუტოვოთ სხვებს უპირატესობა, რომ ხმამაღლა ილანძღონ და ჭამონ ბევრი წიწაკა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%