თარიღი    დრო

ეკლესიას პარლამენტში უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩაერევა - ახალი ინიციატივა

საქართველო, თბილისი - 17:45 09.18.2018 356

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ (გელა) სულუაშვილის ორგანიზაცია "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" გამოდის ინიციატივით, რომ შემუშავდეს მართლმადიდებლური ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, საპარლამენტო მდივანი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იქნება პარლამენტში და ხელს შეუწყობს პარლამენტსა და ეკლესიას შორის მეტ კომუნიკაციას.

მათივე ინიციტივით, საჭიროების შემთხვევაში ეკლესიის საპარლამენტო მდივანს ეყოლება მოადგილე და პარლამენტის თითოეულ კომიტეტში კოორდინაციის განმახორციელებელი მოადგილეები.

მათივე განმარტებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი.

აქვე განმარტებულია, რომ ეკლესიის საპარლამენტო მდივანს უფლება ექნება ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში და მონაწილეობა მიიღოს კანონპროექტების განხილვაში.

ამავე ინიციატივის თანახმად, ეკლესიის საპარლამენტო მდივანი არა პარლამენტის, არამედ პატრიარქის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული. საპარლამენტო მდივანს ასევე ეძლევა საშუალება მოამზადოს საკანონმდებლო წინადადებები ან შენიშვნები პარლამენტში მიმდინარე სხვა კანოპროექტებზე.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნა.

დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%